ქართველი მწერალი გერმანიის მწერალთა კავშირის იუბილეზე მიიწვიეს

0
344

გერმანიის მწერალთა კავშირი 15 ნოემბერს  იუბილეს ზეიმობს და ლიტერატურულ მარათონს აწყობს, რომელშიც ქართველი მწერალი და მთარგმნელი, ირმა შიოლაშვილიც მიიღებს მონაწილეობას.

„50 წელი და 50 ლიტერატურული მინიატურა“- ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელსაც კიოლნის კარლ რანერის აკადემია უმასპინძლებს.

გერმანიის მწერალთა კავშირი 1969 წელს ჰაინრიხ ბიოლმა დაარსა, 50 წლის იუბილეს ფარგლებში კი დაგეგმილია რამდენიმე ღონისძიება, რომელშიც გერმანელი და უცხოელი ავტორები მონაწილეობენ.

ქართველი მწერალი და მთარგმნელი ირმა შიოლაშვილი 1999 წლიდან გერმანიაში, ქალაქ ბონში ცხოვრობს და წლების მანძილზე ბონის რეგიონალური რადიოს (Bonn/Rhein-Sieg) ეთერში უძღვება გადაცემას ქართულ კულტურაზე.