კახეთის გზატკეცილზე ავტომობილი დაიწვა

0
214

კახეთის გზატკეცილზე მსუბუქი ავტომობილი დაიწვა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

​როგორც ავტომობილის მძღოლი აცხადებს, მან მანქანის ძრავიდან ამომავალი კვამლი შენიშნა და ავტომობილიდან გადმოსვლა დროულად შეძლო.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.