40-მდე მაჟორიტარი მხარს არ უჭერს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას – კახა ოქრიაშვილი

0
243

მე არ ვუჭერ მხარს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, 2021 ან 2022 წელს აუცილებლად რიგგარეშე არჩევნები იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის განმარტებით ის ერთადერთი არ არის, ვინც მხარს არ დაუჭერს მათვე პარტიის – “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულ პროექტს, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას ითვალისწინებს. ოქრიაშვილი ამბობს, რომ გუნდში 40-მდე დეპუტატია, რომელიც ცვლილებებს მხარს არ უჭერს, თუმცა ამ დეპუტატების ვინაობას ის არ აკონკრეტებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დღეს იწყებს.