ტოჩინოშინმა კიუშიუ ბაშოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

0
194

კიუშიუ ბაშოზე ტოჩინოშინმა მესამე ბრძოლა გამართა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ლევან გორგაძემ ენდოს დამარცხება ჰატაკიკომით შეძლო. ქართველმა სუმოისტმა ოძეკის ტიტული დაკარგა და სეკივაკეს წოდებით ასპარეზობს.

მეოთხე დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მესამე მაეგაშირა ტაკარაფუჯი იქნება, რომელსაც, ქართველის მსგავსად, მხოლოდ ერთი ბრძოლა აქვს მოგებული.

ლევან გორგაძეს კიუშუ ბაშოზე ოძეკის პრივილეგია ექნება და 10 გამარჯვების შემთხვევაში ამ უკანასკნელ რანგს დაიბრუნებს.

2019 წლის უკანასკნელი სუმოს ტურნირი 10 ნოემბერს დაიწყო ქალაქ ფუკოაკოში. ტურნირი 24 ნოემბერს დასრულდება.