2020 წელს მერია ვაჟა-ფშაველას გამზირის მოდერნიზებას გეგმავს

0
201

თბილისის მერია 2020 წელს ვაჟა-ფშაველას გამზირის რეაბილიტაცია-მოდერნიზებას გეგმავს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსი” თბილისის მერის მოადგილე, მაია ბითაძეზე დაყრდნობით წერს.

როგორც ბითაძემ აღნიშნა, ტექნიკური დავალების მომზადება ტრანსპორტის ნაკადების მოდელის გაკეთებაზე უკვე დაწყებულია.

„მომავალ წელს ვაპირებთ ვაჟა-ფშაველას გამზირის მოდერნიზებას, თუმცა არ გვაქვს წინასწარი ინდიკაცია, რომ იქ შეიძლება საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ორმხრივი გახდეს მოძრაობა. რეაბილიტაცია იგეგმება. უკვე დავიწყეთ ტექნიკური დავალების მომზადება ტრანსპორტის ნაკადების მოდელის გაკეთებაზე“, – განაცხადა ბითაძემ.

როგორც ცნობილია, ამჟამად ვაკეში – ჭავჭავაძის გამზირისა და გლდანში – ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.