მსახიობ პავლე ნოზაძეს მოზარდმაყურებელთა თეატრის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს (ფოტო)

0
398

20 იანვარს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის წინ, საქართველოს დამსახურებული არტისტის, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატისა და ღირსების ორდენის კავალერის, 72 წლის მსახიობის პავლე ნოზაძის ვარსკვლავი გაიხსნა.

მოზარდ მაყურებელთა თეატრის ღვაწლმოსილი მსახიობის სასცენო მოღვაწეობა ხუთ ათეულ წელს ითვლის. იგი სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ბორჯომის სახალხო თეატრში, მეტეხის, ახმეტელის, ქართული ნოველის თეატრებში. გადაღებულია არაერთ ქართულ ფილმში.

თეატრსა და კინოში მის მიერ შექმნილი სახეების არასრული სია:
მეტეხის თეატრი:
შვეიკი – იაროსლავ ჰაშეკი „შვეიკი“ რეჟ. სანდრო მრევლიშვილი (მიენიჭა პრემია ჩეხური კლასიკური დრამატურგიის მესამე საერთაშორისო ფესტივალზე მოსკოვში)
სანჩო პანსა – სერვანტესი „დონ კიხოტი“ რეჟ. სანდრო მრევლიშვილი (მიენიჭა პრემია თელავის კლასიკური დრამატურგიის ფესტივალზე)
მესაფლავე – უილიამ შექსპირი „ჰამლეტი“ რეჟ. სანდრო მრევლიშვილი
დიდრო – ნოდარ დუმბაძე „დიდრო“ რეჟ. ზურაბ კანდელაკი, სანდრო მრევლიშვილი
პოლონიუსი, მესაფლავე – უილიამ შექსპირი „ჰამლეტი“ რეჟ. ლილი იოსელიანი

სანდრო ახმეტელის თეატრი
ექიმი, წამყვანი – ჯონ ფულდი „ვირის ჩრდილი“ რეჟ.ცოტნე ნაკაშიძე, ნუგზარ ბაგრატიონი
სულთანი – გურამ ბათიაშვილი „არის ასეთი ქვეყანა“ რეჟ.გოგი ქავთარაძე

ქართული ნოველის თეატრი:
გროგოლ ბაქრაძე –რევაზ მიშველაძე „ჩემი გოლგოთა“ რეჟ. ვახტანგ ნოზაძე
მონო სპექტაკლი – პავლე ნოზაძე „15 კლასიკური მონოლოგი“ რეჟ. ვახტანგ ნოზაძე
მონო სპექტაკლი – რევაზ მიშველაძე „ცრემლები“ რეჟ. ლაშა გოგნიაშვილი

მოზარდ მაყურებელთა თეატრში განსახიერებული როლები:
გოჩა კალაძე – რევაზ მიშველაძე “არ დამივიწყო” რეჟ. დიმიტრი ხვთისიაშვილი
ლუკაია – ნოდარ დუმბაძე, გიგა ლორთქიფანიძე “მე ვხედავ მზეს” რეჟ. დიმიტრი ხვთისიაშვილი
მწყემსი – უილიამ შექსპირი „ზამთრის ზღაპარი“ რეჟ. დათა თავაძე
ფილიპე – დავით კლდიაშვილი „ირინეს ბედნიერება” რეჟ. დიმიტრი ხვთისიაშვილი
მოშე – ნოდარ დუმბაძე „კუკარაჩა“ რეჟ. შალვა გაწერელია, აღადგინა ოთარ ბაღათურიამ

მონაწილეობდა მხატვრულ ფილმებში:
გერონტი – „მეტიჩარა“ რეჟ. ნელი ნენოვა, გენო წულაია
გრიშა ებრაელი მშიშარა – „ნეილონის ნაძვის ხე“ რეჟ. რევაზ ესაძე
გულო – „ცეცხლთან თამაში“ (სატელევიზიო ფილმი) რეჟ. ალეკო ნინუა
მშობელი – „მაისის თოვლი“ რეჟ. ზურაბ ინაშვილი
მეფუნდრუკე, თავადი – „დონ კიხოტი“ რეჟ. რეზო ჩხეიძე
მეხანძრე – „მონანიება“ რეჟ. თენგიზ აბულაძე
მოჩხუბრები – „მხიარული რომანი“ რეჟ. ლევან ხოტივარი
ქურდი – „ელისა და რარუს თავგადასავალი“ რეჟ. გურამ პეტრიაშვილი
ქარსელაძის მეგობარი – „ფარანი ქარში“ რეჟ. ომიაძე
სიკვდილმისჯილი – „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში“ რეჟ. გია მატარაძე
ბენქსტონი – „ცხელი ძაღლი“ რეჟ. ზაზა ურუშაძე
ექსპერტი კობახიძე – „მტვრის გემო“ რეჟ. დავით ჯანელიძე
ადმინისტრატორი – „დარჩი ჩემთან“ რეჟ. ზაზა ურუშაძე.