ცაგერში ავტომობილი არხში გადავარდა – მაშველები მგზავრებს ეძებენ

0
343

 

ცაგერში, სოფელ ჩხუტელში ადგილობრივები რამდენიმე ადამიანს ეძებენ. ავტომობილი, რომელშიც სამი მამაკაცი იმყოფებოდა, ცხენისწყლის არხში გადავარდა.

სავარაუდოდ მანქანა დიდი სისწრაფით მოძრაობდა, დამცავ ჯებირებს შეეჯახა და არხში ჩავარდა. წყლის დინებამ ახალგაზრდები ხელოვნურ გვირაბში ჩაითრია.

სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ახალგაზრდის ცხედარი უკვე იპოვეს. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.