გარდაცვლილთა პენსიის მისაკუთრების ბრალდებით, ზუგდიდში 5 ადამიანი დააკავეს

0
508

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ზუგდიდში 5 პირი დააკავა. მათ ბრალად ედებათ გარდაცვლილი პირების სახელით პენსიის მისაკუთრება. დაკავებულებს შორის არიან ქალებიც. ჯგუფმა 70 ათასი ლარის მითვისება შეძლო.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დაკავების ფაქტს ადასტურებს. სხვა დეტალებს საგამოძიებო სამსახური მოგვიანებით გაავრცელებს.