ნინო ლომჯარია ე.წ. მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილს და ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდა

0
236

სახალხო დამცველმა ე.წ. მატროსოვის ციხეში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაცია სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა.

უწყების ინფორმაციით, N9 პენიტენციურ დაწესებულებაში ლომჯარია თავის მოადგილე გიორგი ბურჯანაძესთან ერთად მივიდა.

„დაწესებულებაში ვიზიტისას ომბუდსმენი შეხვდა ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს, ასევე 2006 წლის 2 მაისის, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულ კახაბერ ნაკანს, რომელიც იმ დროისთვის შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის უფროსი იყო“, – ნათვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ომბუდსმენმა მოითხოვა მსჯავრდებულ გურამ დონაძესთან შეხვედრა, თუმცა დონაძემ მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

თავად ლომჯარიამ ჟურნალისტებს არ დაუდასტურა და ეს იმით ახსნა, რომ პატიმრებს არ ჰქონდათ სურვილი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გავრცელებულიყო.

იმედინიუსი