ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

0
191

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. მიზეზი ბრალდებულის ადვოკატის, მამუკა ბასილაშვილის სასამართლოში გამოუცხადებლობა გახდა.

ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო სხდომას დღესაც არ ესწრებოდა.

შეგახსენებთ, რომ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა. გამოძიება თავდაცვის ყოფილ მინისტრს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს