დავით ზალკალიანი თურქეთს ნატოში საქართველოს გაწევრიანების მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

0
222

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი თურქეთის კოლეგის მხარდამჭერ განცხადებას ეხმაურება. ზაკლაიანი მადლობას უხდის მევლუთ ჩავუშოღლუს და წერს, რომ ნატოს წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე, მათ მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

“ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ, ჩვენ მიერ არჩეულ, ნატოსკენ მიმავალ გზას”, — წერს ზალკალიანი ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, იგი მხარს უჭერს NATO-ს გაფართოებას და ალიანსში საქართველოს გაწევრიანებას. მევლუთ ჩავუშოღლუმ ამაზე დავოსის საერთაშორისო ფორუმზე პანელური დისკუსიის დროს ისაუბრა.