ჩინეთში კორონავირუსის გამო საახალწლო ღონისძიებები გაუქმდა

0
264

პეკინის ხელისუფლებამ ახალი ტიპის ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ახალ წელთან დაკავშირებული ყველა ღონისძიების გაუქმება გადაწყვიტა,-ინფორმაციას ევროპული მედია ავრცელებს.

ჩინეთში, მთვარის კალენდრის მიხედვით, ახალი წელი 24-25 იანვარს ღამით აღინიშნება.

ქალაქ უხანში პნევმონიის დაავადება 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა, მას აქამდე უცნობი კორონავირუსი  2019-nCoV იწვევს, ვირუსის მონაცემები უკვე გაშიფრული და გამოქვეყნებულია.

ბოლო მონაცემებით, ვირუსით 630-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი. გარდა ამისა, მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, ჰონგ კონგში, ტაივანსა და მაკაოში.