ქართველმა მოსწავლეებმა ყაზახეთში საერთაშორისო ოლიმპიადაზე 13 მედალი მოიპოვეს

0
363

თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა-ინტერნატის მოსწავლეებმა ყაზახეთში გამართულ ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადაზე 13 მედალი მოიპოვეს. ოლიმპიადა ინფორმატიკაში, ფიზიკასა და მათემატიკაში გაიმართა და მასში X-XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

საერთო ჯამში, ქართველმა მოსწავლეებმა 3 ოქროს, 5 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი აიღეს.

ქართველ მოსწავლეთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა თეიმურაზ თოლორაიამ, რომელმაც ოქროს მედალი მათემატიკაში მოიპოვა და ოლიმპიადაზე წარმოდგენილ სხვადასხვა ქვეყნის 128 მოსწავლეს შორის საუკეთესო იყო.