ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდება – თბილისის მერია

0
600

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდება.

მისი თქმით, კომპანიას მშენებლობის ნებართვა არ აქვს და თბილისის მერია მათთან მიწის მონაცვლეობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს.

“ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობა არ განხორციელდება, ეს ერთი მნიშვნელოვანი საკითხი და მეორე, ფაქტი, რომ მათ მშენებლობის ნებართვა აქვთ დღეს, არ არის სწორი და მესამე – მოლაპარაკებები დასრულდა ცუდად, ესეც არ არის სწორი და ნაადრევი იყო მათი განცხადება.

სადაც უნდათ, იქ იდავონ. თუ არბიტრაჟში უნდათ წასვლა, წავიდნენ. ჩვენ არ ვთვლით, რომ რამე ზარალი გვაქვს ვინმეზე ასანაზღაურებელი. ჩვენ ვთვლით, რომ გვაქვს მიმდინარე მოლაპარაკებები მიწის მონაცვლეობასთან დაკავშირებით. ნუ გვემუქრება ნურავინ არბიტრაჟით იმიტომ, რომ ჩვენ არასდროს უსამართლო და კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯებს არ ვდგამთ,”- აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.