აფერხებს თუ არა პირბადე ვირუსის გავრცელებას

0
254

ვირუ­სო­ლო­გე­ბი სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რე­ბენ ჰა­ერ­წვე­თო­ვა­ნი ვირუ­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ნიღ­ბე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბას, თუმ­ცა არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვე­ლი და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ ისი­ნი ხე­ლი­დან პი­რით გა­დამ­დე­ბი ვირუ­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბის რისკს ამ­ცი­რე­ბენ.

ლონ­დო­ნის St George’s- ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ექი­მი დე­ვიდ ქე­რინგტო­ნი BBC-სთან ამ­ბობს, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მე­დი­ცი­ნო ნიღ­ბე­ბი სა­ჯა­რო სივ­რცე­ებ­ში ჰა­ე­რით გა­დამ­დე­ბი ვირუ­სე­ბი­სა და ბაქ­ტე­რი­ე­ბის­გან დამ­ცა­ვი ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ არის, რად­გა­ნაც მას არ აქვს დამ­ცა­ვი ფილტრი და ასე­ვე, თვა­ლე­ბი მა­ინც და­უც­ვე­ლი რჩე­ბა. ვირუ­სე­ბის უმე­ტე­სო­ბა კი სწო­რედ ჰა­ე­რით ვრცელ­დე­ბა.

2016 წელს ახალ სამ­ხრეთ უელსში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ხეს ხე­ლით ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 23-ჯერ ეხე­ბი­ან და თუ საქ­მე ხე­ლი­დან პი­რით გა­დამ­დებ ვირუს­თან გვაქვს და სა­მე­დი­ცი­ნო ნი­ღა­ბი გვი­კე­თია, ამ შემ­თხვე­ვა­ში, შე­და­რე­ბით და­ცუ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით.

მაგ­რამ რო­გორც მო­ლე­კუ­ლუ­რი ვირუ­სე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ნო­ტინ­გე­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ჯო­ნა­თან ბოლი ამ­ბობს, სა­ერ­თო ჯამ­ში, ნიღ­ბის ტა­რე­ბა მა­ინც არა­ე­ფექ­ტუ­რია.

“რა თქმა უნდა, არის რა­ღაც სა­სარ­გებ­ლო ნიღ­ბის ტა­რე­ბა­ში, მაგ­რამ ძა­ლი­ან მცი­რე­დი. უფრო კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ადა­მი­ა­ნე­ბი კონ­ცენ­ტრირ­დე­ბი­ან პი­რად და ხე­ლე­ბის ჰი­გი­ე­ნა­ზე”, – ამ­ბობს ექი­მი ჯეიკ და­ნინ­გი BBC-სთან სა­უბ­რი­სას.