ავსტრალიაში ხანძრის ქრობისას თვითმფრინავი ჩამოვარდა – ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა

0
238

ავსტრალიაში სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, კატასტროფის შედეგად შეერთებული შტატების 3 მოქალაქე დაიღუპა.

ლაინერმა კატასტროფა კანბერასთან ახლოს, მთებში განიცადა, ის ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში მონაწილეობდა.

შემთხვევის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. ავსტრალიაში ტყის ხანძრებს გასული წლის სექტემბრიდან ებრძვიან.