ზუგდიდში გრიპის ვირუსით 22 წლის გოგო გარდაიცვალა

0
206

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში 22 წლის გოგო სავარაუდოდ გრიპის ვირუსის გართულებით გარდაიცვალა.

როგორც გარდაცვლილის ნათესავები აცხადებენ, ავადმყოფს ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში შესაბამისი დახმარება ვერ გაუწიეს და მისი გადაყვანა ქუთაისის საავადმყოფო „უნიქალ მედიში“ გახდა საჭირო, თუმცა დახმარება იქაც ვერ აღმოუჩინეს.

ოჯახის წევრების თქმით, გოგო ქუთაისიდან თბილისში კატასტროფის მანქანით გადაყვანის დროს გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

როგორც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, ავადმყოფი 19 იანვარს შევიდა გრიპისთვის დამახასიათებელი მწვავე რესპირატორული სიმპტომებით და შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩატარების შემდეგ ოჯახთან მოლაპარაკებით ქუთაისში გადაიყვანეს.