ჩინეთის ქალაქ უჰანში სამოქალაქო ტრანსპორტმა მუშაობა შეწყვიტა

0
274

ჩინეთის ქალაქ უჰანში, კორონავირუსის გამო დროებით წყვეტს მუშაობას სამოქალაქო ტრანსპორტი. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო მედია ავრცელებს.

22 იანვარს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქში, რომელშიც 9 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, აუქმებენ საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლას, ვინაიდან ქვეყანა ცდილობს, კონტროლს დაუქვემდებაროს გრიპისმაგვარი ვირუსის გავრცელება, რომლითაც 500-ზე მეტი ადამიანია დაავადებული და 17 გარდაიცვალა.

23 იანვარს, ადილობრივი დროით 10:00 საათიდან მუშაობას შეწყვეტენ ავტობუსები, მეტრო, ბორნები და შორი მანძილის სატრანსპორტო ქსელები. ხელისუფლებამ ხალხს მიმართა, არ დატოვონ უჰანი საგანგებო მიზეზის გარეშე.

ვუჰანიდან ვირუსი გავრცელდა ჩინეთის სხვადასხვა პროვინციაში, ჰონ-კონგში, ტაილანდში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში.