ბათუმელი ძაღლი “კუპატა” პატრონმა იცნო – “4 წლის წინ დაგვეკარგა”

0
542

ბათუმელი ძაღლი, რომელიც მსოფლიომ გაიცნო, პატრონი გამოუჩნდა. TV25.GE-ს მოქალაქე ანა მიმინოშვილი დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ „კუპატა“, იგივე „ყურშა“ მისმა შვილმა გაზარდა.

„ეს ის ძაღლია, რომელიც ჩემმა შვილმა გაზარდა, 4 წლის წინ დაგვეკარგა. იმ დროს ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე ვცხოვრობდით. პატარა იყო, როცა გვაჩუქეს. ტელევიზიით რომ ნახა ჩემმა შვილმა, ამოიცნო და ტირილი დაიწყო, ითხოვს ძაღლის დაბრუნებას. შევეხმიანებით იმ ადამიანებს, ვინც ამ დროის განმავლობაში ზრუნავდა მასზე, იმედი გვაქვს, რომ „კუპატას“ დაგვიბრუნებენ“, – ამბობს ანა მიმინოშვილი.

შეგახსენებთ, ბათუმში, ცენტრალური პარკის მიმდებარედ ძაღლი ბავშვებს ქუჩის გადაკვეთაში ეხმარება. ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომელსაც მილიონობით ნახვა აქვს.

კუპატას“ ისტორიის შესახებ საერთაშორისო მედიაც აქტიურად წერდა.