ამ კაცს არც ღირსება აქვს, არც თავმოყვარეობა – ჩერგოლეიშვილი გრიგოლ ვაშაძეზე

0
272

“ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

“გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადებია, პროპორციული არჩევნების პირობა ნაცმოძრაობის დამსახურებააო.

ამ კაცს არც ღირსება აქვს, არც თავმოყვარეობა.

მაგისმა ხარბმა ბელადმა მოსყიდულები და შტერები გვიძახა ყველას, ვისაც პროპოციული გაგვიხარდა.

p.s. აქვე ვაშაძეზე სამართლიანად განრისხებულ პოლიტიკოსებს და აქტივისტებს მივმართავ – პროცესს ნუ დააზიანებთ ამ ნაგვის გამო, უბრალოდ – სხვებს ელაპარაკეთ და ამ სიცარიელეს ანგარიში არ გაუწიოთ. ეგდოს თავისთვის – მაქსიმალურად იზოლირებული”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.