თოვლი, ნისლი და ქარბუქი – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

0
438

23 იანვრიდან 25 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზღვაზე 4-5 ბალიან შტორმს ვარაუდობენ.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.