NCDC: რეკომენდაციები კორონავირუსთან დაკავშირებით

0
293

კორონავირუსიის გავრცელების ხიფათი საქართველოში მინიმალურია და არავითარი რეკომენდაცია რაიმე სახის ღონისძიებებთან დაკავშირებით საქართველოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან ამ დრომდე არ მიუღია, – ამის შესახებ განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე.

„ჩვენი ქვეყნისთვის რისკი მინიმალურია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან რაიმე სახის აკრძალვაზე მოგზაურობის ან სავაჭრო ურთიერთობებთან მიმართებით საუბარი არ არის“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 2 სახის რეკომენდაციას ავრცელებს:

რეკომენდაცია უჰანში წამსვლელებისთვის

  • მოერიდეთ ავადმყოფ ადამიანებთან კონტაქტს
  • მოერიდეთ ცხოველებთან კონტაქტს, ცხოვრელთა ბაზრებსა და ფერმებს. ცხოველურ პროდუქტებს. თერმულად არასაკმარისად დამუშავებულ ხორცს.
  • ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით, მინიმუმ 20 წამის განმავლობაში. ასეთის არარსებობს პირობებში გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალებები.
  • ხანში შესულმა და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მგზავრებმა უჰანში გამგზავრებით შესაძლებელია მეტი რისკი შეუქმნან თავის ჯანმრთელობას.

რეკომენდაცია თუ თქვენ უკვე იმოგზაურეთ უჰანში და გაქვთ:

  • მაღალი ტემპერატურა, ხველება ან სუნთქვის გაძნელება დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას
  • აცნობეთ ექიმს თქვენი მოგზაურობისა და სიმპტომების შესახებ
  • მოერიდეთ სხვა ადამიანებთან კონტაქტს
  •  არ იმოგზაუროთ ავადმყოფობის პერიოდში
  • დაიფარეთ პირისა და ცხვირის მიდანო ცხვირსახოცით
  • ტანსაცმის სახელოს ნუ გამოიყენეთ ცემინების და ხველების დროს
  • ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით, მინიმუმ 20 წამის განმავლობაში. ასეთის არარსებობს პირობებში გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალებები.
  • სამედიცინო დაწესებულებებში საჭიროა გაძლიერდეს დეზინფექციის კონტროლის სტანდარტული ღონისძიებები. 

    ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 21 იანვრის მონაცემებით, ახალი რესპირატორული და პოტენციურად ლეტალური კორონავირუსით 440 ადამიანია დაავადებული 13 პროვინციაში, დაღუპულია ცხრა და უკვე არის მტკიცებულება, რომ ის ადამიანიდან ადამიანზე გადადის.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 21 იანვრის მდგომარეობით, ვირუსით დაავადებულია 300-მდე ადამიანი. გარდაიცვალა – 6.

    ვირუსის პირველი შემთხვევა დაადასტურა აშშ-მა. ვაშინგტონის შტატის მცხოვრები, რომელიც 15 იანვარს დაბრუნდა ვირუსის გავრცელების ეპიცენტრიდან, სიეტლის საავადმყოფოშია მოთავსებული. საქმე ეხება 30-დან 40 წლამდე მამაკაცს, რომელმაც ექიმებს 19 იანვარს მიაკითხა, თუმცა ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის საავადმყოფოში, იზოლაციაში იმყოფება.

    ახალი ვირუსი პირველად 2019 წლის დეკემბერში ჩინეთის ქალაქ უჰანში დაფიქსირდა. მეცნიერების ვარაუდით, ვირუსი ცხოველიდან გავრცელდა.