რუსეთის მთავრობის ახალი შემადგენლობა ცნობილია

0
235

რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა ახალი მთავრობის შემადგენლობის სია  გამოაქვეყნა.

რუსეთის ვიცე-პრემიერიები არიან:

ანდრეი ბელოუსოვი – პირველი ვიცე-პრემიერი; იური ტრუტნოვი – ვიცე-პრემიერი; ალექსეი ოვერჩუკი – ვიცე-პრემიერი, მარატ ხუსნულინი – ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ჩერნიშენკო – ვიცე-პრემიერი, იური ბორისოვი – ვიცე-პრემიერი, ტატიანა გოლიკოვა- ვიცე-პრემიერი.

„ძველი“ ახალი მინისტრები:

პოსტი შეინარჩუნა თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა,  ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ნოვაკმა, სოფლის მეურნეობის მინისტრმა დიმიტრი პატრუშევმა, საგანგებო სიტუაციათა მინისტრმა ევგენი ზინიჩევმა, ვაჭრობის მინისტრმა დენის მანტუროვმა, ბუნების დაცვის მინისტრმა დიმიტრი კობილკინმა და ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა.

ახალი მინისტრები:

კულტურის მინისტრი გახდა ოლღა ლიუბიმოვა, შრომის – ანტონ კოტიაკოვი, განათლების – სერგეი კრავცოვი, იუსტიციის – კონსტანტინე ჩუიჩენკო, სპორტის – ოლეგ მატიშინი, ეკონომიკური განვითარების – მაქსიმ რეშეტნიკოვი, კავშირგაბმულობის – მაქსუდ შადაევი, მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების – ვალერი ფალკოვი, ჯანდაცვის – მიხეილ მურაშკო, ჯანდაცვის სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი – ვერონიკა სკვორცოვა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://regnum.ru/news/polit/2835773.html

https://www.bbc.com/russian/news-51150191?fbclid=IwAR0oX_nEu1VsKqAvgcW17DSsIIJcd7U04aXFFgv9uBNSagyyGwl63n7UBJs