იქ, სადაც ცხოვრება საამურია – 2019 წელს შვედური პასპორტი 51-მა ქართველმა მიიღო

0
313

შვედეთის საიმიგრაციო სამსახურის (Migrationsverket) მონაცემების თანახმად, 2019 წელს შვედეთმა მოქალაქეობა 74 924 უცხოელს მიანიჭა.

საინტერესოა სკანდინავიური ქვეყნის ახალ მოქალაქეთა წარმომავლობის გეოგრაფია: მათგან ყველაზე მეტი სირიიდან ჩასულია – 29 173, შემდეგ დიდი ბრიტანეთიდან – 4 577, ავღანეთიდან – 4 150.

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან „ახალი შვედები“ გახდნენ: უკრაინელი – 460, ლატვიელი – 197, ლიეტუველი – 173, სომეხი – 194, აზერბაიჯანელი – 154, ბელარუსი – 134, ესტონელი – 90, ყაზახი – 83, უზბეკი – 72, ყირგიზი – 56, ქართველი – 51, მოლდოველი – 29, ტაჯიკი – 13.

შვედეთის პასპორტმიღებულთაგან 41 231 მამაკაცია, 33 693 – ქალი.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://justnu.ru/novosti-stokgolma/2806-skolko-lyudej-stali-shvedami-v-2019-godu-i-kto-oni