ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციით რუსთავში მამა-შვილი გარდაიცვალა

0
213

რუსთავში, მშენებლობის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციით მამა-შვილი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბუნებრივმა აირმა წყლის გამაცხელებლიდან გაჟონა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულიხმობს