ირანი ტრამპის ლიკვიდაციაში 3 მილიონ დოლარს გადაიხდის

0
222

ირანის პარლამენტის დეპუტატმა აჰმად ჰამზემ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მკვლელობისთვის ჯილდოს დაწესების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ირანული სააგენტო ISNA იტყობინება.

„პროვინცია კერმანის ხალხის სახელით 3 მილიონ დოლარს გადავუხდით მას, ვინც ტრამპს მოკლავს“, – განაცხადა ჰამზემ. მან არ დააზუსტა მოანწილეოენ თუ არა ამ ინიციატივაში ირანის სასულიერო პირები.

კერმანი გენერალ ყასემ სულეიმანის სამშობლოა, რომელიც ტრამპის ბრძანებით 3 იანვარს მოკლეს. ამერიკის პრეზიდენტმა სულეიმანის ტერორისტი უწოდა, ირანმა კი გენერლის მკვლელობისთვის შურისძიების პირობა დადო. 8 იანვარს ირანმა ერაყში აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო იერიში განახორციელა.