აზერბაიჯანის მოქალაქეს სარფის საბაჟოზე 5 450 კუ კონტრაბანდულად გადაჰყავდა (ფოტო)

0
221

სარფის საბაჟოზე დააკავეს აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელსაც საქართველოდან თურქეთში, 5 450 კუ კონტრაბანდულად გადაჰყავდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, წყლის ბინადრები რუსლან გურბანოვს, მანქანის კარებში ჰყავდა დამალული.

„საეჭვო გარემოებების გათვალისწინებით, მანქანას სკანირება ჩაუტარდა, რის შედეგადაც იქნა აღმოჩენილი ათასობით კუ“,- წერს თურქული გამოცემა.

ოპერაცია, სარფის საბაჟო პუნქტის კონტრაბანდასთან ბრძოლისა და სადაზვერვო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს.

საქმესთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.