ბაღდადში, აშშ-ს საელჩოსთან სამი რაკეტა ჩამოვარდა

0
204

ბაღდადში, აშშ-ს საელჩოს მახლობლად, სპეციალურად დაცულ “მწვანე ზონასთან” მინიმუმ სამი რაკეტა ჩამოვარდა,-ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ რაკეტების ჩამოგდებისთანავე “მწვანე ზონაში” განგაშის ხმები ისმოდა.

დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

“მწვანე ზონაში” რამდენიმე საელჩო და სამთავრობო სააგენტო, მათ შორის პარლამენტი, პრემიერ-მინისტრის კაბინეტი და პრეზიდიუმის შენობა მდებარეობს.

ბოლო თვეებში ეს ტერიტორია არაერთხელ დაბომბეს.

შეტევები მას შემდეგ დაიწყო, რაც ირანელი გენერალი კასემ სულეიმანი ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტთან სარაკეტო იერიშის დროს მოკლეს. მისი ლიკვიდაციის ოპერაცია ერაყში ამერიკელმა სამხედროებმა  დონალდდ ტრამპის განკარგულებით განახორციელეს.

საპასუხოდ, ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსმა ერაყში ორ სამხედრო ობიექტზე, სადაც “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციის სამხედროები იყვნენ განლაგებული, სარაკეტო იერიშები განახორციელა.