ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

0
208

ჩინეთში, ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა. 227 ადამინი კი კლინიებში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია უხანის მერის ჩჟოუ სიანვანზე დაყრდნობით ავრცელებს.

„20 იანვრის მდგომარეობით, უხანში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 258 შემთხვევა დადასტურდა. 25 ადამიანი კლინიკიდან უკვე გაწერეს. 6 ადამიანი გარდაიცვალა,“- განუცხადა ჩჟოუ სიანვანმა ჩინეთის ტელევიზაის.

მისი თქმით ამ დროისთვის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი 227 ადამიანიდან 51 მძიმედაა, ხოლო 12 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

დღეს ჩინეთში, ქალაქ უხანში ჯანდაცვის კომიტეტმა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო კონტროლი გაამკაცრა.

ლონდონის იმპერიული კოლეჯის მეცნიერები ამბობენ, რომ დაავადებულთა რეალური რიცხვი 1700-ს აღწევს.