6 წლის ბავშვმა ავსტრალიის დასახმარებლად $100 000-ზე მეტი შეაგროვა

0
247

6 წლის ამერიკელმა ოუენ კოლიმ, ტყის ხანძრებისგან დაზიანებული ავსტრალიის ბუნების გადასარჩენად თიხისგან პატარა კოალების დამზადება გადაწყვიტა.

ბავშვის დედის, ქეითლინ კოლის თქმით, მისი შვილი შეწუხებული იყო იმ ფაქტით, რომ ხანძრისგან ცხოველები იტანჯებიან. თავდაპირველად ოუენმა ნახატი შექმნა, რომელზეც იყო გამოსახული კენგურუ, კოალები და დინგო წვიმის ქვეშ. ასე, მშობლები მიხვდნენ, რომ ბავშვს დახმარების გაწევა სურს, ამიტომ მათ მხარი აუბეს შვილის იდეას, თიხისგან დაემზადებინა პატარა კოალები, რომლებსაც ისინი შემდგომში გაყიდიდნენ.

ოუენმა უკვე 55 თიხის კოალა დაამზადა. თითოეულ მათგანს ოჯახი უგზავნის ნებისმიერ მსურველს, ვინც $50-ს ან მეტს შესწირავს ავსტრალიის დასახმარებლად, მიღებული თანხა კი ახალი სამხრეთ უელსის შტატში სამხრეთ სანაპიროს ველური ბუნების გადარჩენის (Wildlife Rescue South Coast) ჯგუფს ჩაერიცხება. ერთ კვირაში ოუენმა $20 000-ზე მეტი შეაგროვა,  ამ ეტაპისთვის შეგროვებული თანხა $100 000-ს აჭარბებს.

„მინდა, მათ მეტი იცოდნენ ავსტრალიის შესახებ და მსურს, მათ მეტი გაიგონ, რა ცხოველებია ავსტრალიაში“, -თქვა ოუენმა.

ცნობისთვის, სექტემბრიდან მძვინვარე ტყის ხანძრების შედეგად დაახლოებით ნახევარ-მილიარდზე მეტი ცხოველი დაიღუპა.