აჭარა 2019 წლის საუკეთესო სპორტულ რეგიონად დასახელდა

0
256

აჭარა 2019  წლის საუკეთესო სპორტულ რეგიონად დასახელდა. ჯილდო 2019 წლის სპორტული მოვლენების შემაჯამებელ ღონისძიებაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს გადაეცა.

„2019 წელს ბათუმი გახდა ევროპის სპორტის ქალაქი და  მოხარული ვარ, რომ ამჯერად აჭარა გახდა წლის სპორტული რეგიონი.  ვულოცავ ყველა სპორტსმენს ამ მნიშვნელოვან აღიარებას “ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

2019 წლის სპორტული მოვლენების დასკვნითი ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

საუკეთესოები 11 ნომინაციაში გამოვლინდნენ, ასევე დაწესებული იყო 14 სპეციალური პრიზი.

ტიტული მიენიჭა 6 სპორტსმენს, რომლებმაც გასულ წელს მსოფლიო ჩემპიონატებზე ოქროს მედლები მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ერთი წლის განმავლობაში საქართველოს სპორტის ოლიმპიურ სახეობებში არასდროს ჰყოლია 6 მსოფლიოს ჩემპიონი.

საქართველოს 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები:

ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)

ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო)

ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა)

გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)

ბექა ლომთაძე (თავისუფალი ჭიდაობა)

ნუგზარ წურწუმია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა).