ქედაში ავტობუსი გადაბრუნდა – დაშავებულია 15 ადამიანი

0
238

ქედის მუნიციპალიტეტში ავტობუსი გადაბრუნდა, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

პირველადი ინფორმაციით, ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.