ანაკლიაში პორტის მშენებელმა კომპანიამ ტერიტორიიდან სამშენებლო ტექნიკის გაყვანა დაიწყო

0
208

 

ანაკლიაში პორტის მშენებელმა კომპანიამ ტერიტორიიდან სამშენებლო ტექნიკის გაყვანა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას, როგორც ანაკლიის განვითარების სააგენტოში, ისე კონსორციუმშიც ადასტურებენ.

სააგენტოს ცნობით, იმის გამო, რომ სახელმწიფოსა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის ხელშეკრულება შეწყდა, კომპანია „ვანოორდს“ ტერიტორიიდან ტექნიკა უნდა გაეყვანა. კომპანიას ტექნიკის გასაყვანად და ტერიტორიის სრულად დასატოვებლად ვადა 30 იანვრამდე აქვს.