ძაღლი უცვლელი გამომეტყველებით – ჰასკი თავშესაფარში მუდმივად გაოცებული სახის გამო ჩააბარეს

0
1347

ჰასკი სახელად ჯუბილი შტატ ნიუ-ჯერსის ქალაქ მატავანში მდებარე ცხოველთა თავშესაფარში ჩააბარეს. მისი მფლობელი სელექციონერი იყო, რომელმაც ჰასკზე უარი მისი თვალების არაორდინალური მდგომარეობის გამო თქვა.

ჯუბილს ძირითადად გაოცებული და გაშტერებული გამომეტყველება ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ძაღლს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები არ ჰქონია, ამ მახასიათებლის გამო, პატრონს მისი გაყიდვა არ შეეძლო.

ჯუბილი ორი წელი თავშესაფარში ცხოვრობდა (2018 წლიდან), სანამ არაკომერციულმა ორგანიზაციამ ჰასკის დასახმარებლად სოციალურ ქსელში პოსტი არ გამოაქვეყნა. რამდენიმე დღეში თავშესაფარში ძაღლის აყვანის მსურველთა 150-ზე მეტი განაცხადი შევიდა.

მალე ჰასკმა ახალი სახლი იშოვა – ის წაიყვანა ოჯახმა, რომელმაც თავშესაფარში ძაღლზე განაცხადი ჯერ კიდევ მაშინ შეიტანა, სანამ მის შესახებ სოცქსელში პოსტი დაიდებოდა.

ახლა ჯუბილი ორ სხვა ჰასკთან ერთად ცხოვრობს.

View this post on Instagram

Last week one of our volunteers posted a little story about Jubilee’s search for her forever home. Previous adopters sent her a message, requesting to meet her. The next morning, Jubilee’s story has gone viral with over 45,000 shares! She went viral all over social media and Husky House received over 150 applications, and numerous email and phone calls requesting more information. Today Jubilee met the family who originally wanted her and joined their pack. They can honestly tell her that they loved her before she became famous, and requested anonymity so she can be a normal dog. That’s how we knew this was the perfect match. Happy Gotcha Day, Jubilee! After waiting for over two years, you finally found your forever home. #huskyhouse #huskyhousenj #adoptdontshop #rescuedogs #rescuedogsofinstagram #huskymix #huskymixofinstagram #backyardbreederssuck #jubilee

A post shared by Husky House (@huskyhousenj) on