წინასწარ თავზე ნაცრის წაყრის საფუძველი, არიქა მოვიდა ვირუსი ჩინეთიდან, ნამდვილად არ არსებობს – პაატა იმნაძე

0
261

“დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ე.წ. ჩინური კორონავირუსის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, შიშის საფუძველი არ არსებობს.

“როდესაც ვინმე ჩამოდის ინფიცირებული არეებიდან, რომელიც ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უნდა მოგვაწოდოს, ამის შემდეგ შეიძლება ამუშავდეს შეზღუდვები. საქართველო იცავს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წესებს, რაც ნიშნავს, რომ შეიძლება გამოიკითხოს ჩამოსული ადამიანები, სად იმყოფებოდნენ, სად აპირებენ საქართველოში ყოფნას და შემდეგ, როდესაც დაზუსტდება ამ დაავადების ინკუბაციური პერიოდი, შეეხმიანება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკი და თუ რაიმე პრობლემები აქვს, ურჩევს, რომელი კლინიკაში მივიდეს. არავითარი საფუძველი, წინასწარ თავზე ნაცრის წაყრის, შეშინების, არიქა მოვიდა ვირუსი ჩინეთიდან, ნამდვილად არ არსებობს”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის, ჩინეთში ბოლო ორი დღის განმავლობაში კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილია სამი ადამიანი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვარაუდით, ვირუსის წყარო შესაძლოა ცხოველი იყოს. ვირუსის გამომწვევი ზუსტი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.

მსოფლიო ახალი ეპიდემიის წინაშე: ჩინეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 198 შემთხვევა დაფიქსირდა.