ზაქარია ქუცნაშვილი სადეპუტატო უფლებამოსილების აღდგენაზე უარს ამბობს

0
234

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი სადეპუტატო უფლებამოსილების აღდგენაზე უარს ამბობს.

მას შემდეგ, რაც ოთარ ჩრდილელმა საკუთარი სურვილით სადეპუტატო მანდატი დატოვა, ქუცნაშვილს უფლებამოსილების შესაძლებლობა გაუჩნდა, თუმცა უარი განაცხადა და ითხოვს, რომ საპარლამენტო სიიდან ამოიღონ.

საარჩევნო სიის მიხედვით, კი ჩრდილელის ადგილმონცვლე სწორედ ქუცნაშვილია, რომელიც პარლამენტიდან რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტის და პროტესტის გამო წავიდა.