კულტურის სამინისტრო დამოუკიდებელი უწყება გახდა – ვინ განიხილება მინისტრის თანამდებობაზე

0
300

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს – კულტურის სამინისტრო ცალკე, დამოუკიდებელ უწყებად გამოეყო.

Spacesnews – ის ინფორმაციით, კულტურის მინისტრის თანამდებობაზე სამი კანდიდატურა: პიანისტი ელისო ბოლქვაძე, ოპერის დირექტორი ბადრი მაისურაძე და პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია განიხილება.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაძლო გაყოფაზე განცხადება გასულ წელს გაკეთდა.

კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით მიმართეს, რომ  კულტურის სფერო ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადებულიყო და კულტურის სამინისტრო დამოუკიდებელი უწყება გამხდარიყო.