მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე დღეს რამდენიმე მოწმე დაიკითხება

0
244

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებით, დღევანდელ პროცესზე რამდენიმე მოწმე დაიკითხება. მისივე ინფორმაციით, საქმეში სულ წარმოდგენილია 150 მოწმე და ამ დრომდე გამოკითხული 54 მოწმის ჩვენებებიდან, მიხეილ კალანდიას ბრალეულობა არ დასტურდება.