მამუკა მდინარაძე – ნებისმიერ პოლიტიკოსს და არა მარტო მათ, ვურჩევ, ისარგებლონ არა ერთი რომელიმე კონკრეტული კონგრესმენის პერსონალური განცხადებით, არამედ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლოდროინდელი პოზიციით

0
284

ნებისმიერ პოლიტიკოსს და არა მარტო მათ, ობიექტური დასკვნის გამოსატანად ვურჩევ ისარგებლონ არა ერთი რომელიმე კონკრეტული კონგრესმენის პერსონალური, კრიტიკული განცხადებით, არამედ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლოდროინდელი პოზიციით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „ფეისბუქზე“ წერს.

მდინარაძის განცხადებით, კონგრესმენ მარკუეინ მალინს საკუთარ წერილში კონკრეტული მიზეზებიც აქვს მითითებული.

ამასთან, როგორც მდინარაძე აცხადებს, ქართული სახელმწიფო დღეს, ისე როგორც არასდროს, მოწოდებულია, რომ მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეთ დასავლურ კომპანიებს.

„ნებისმიერ პოლიტიკოსს და არა მარტო მათ, ობიექტური დასკვნის გამოსატანად, ვურჩევ ისარგებლონ არა ერთი რომელიმე კონკრეტული კონგრესმენის პერსონალური, კრიტიკული განცხადებით, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლოდროინდელი პოზიციით, მათ შორის ორპარტიული მხარდამჭერი აქტით, ბოლო განცხადებით, რომელიც უაღრესად პოზიტიურია და ა.შ. მით უმეტეს მაშინ, როდესაც კონგრესმენ მალენის განცხადებას, მის მიერ იმავე წერილში მაგალითის სახით მითითებული, კონკრეტული მიზეზიც აქვს.

რაც შეეხება კომპანია „ფრონტერას“, მისი დავა საერთაშორისო არბიტრაჟმა უნდა გადაწყვიტოს. გადაწყვეტილების შემდეგ უფრო მიუკერძოებლად, რეალისტურად შეგვეძლება მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით.

ზოგადად, ქართული სახელმწიფო დღეს, ისე როგორც არასდროს, მოწოდებულია, რომ მაქსიმალური, შეიძლება ითქვას პრიორიტეტული ხელშეწყობა ჰქონდეთ დასავლურ კომპანიებს და ერთ-ერთ მაგალითად თავად „ფრონტერაც“ კი შეიძლება გამოდგეს, რომელსაც, თუ სწორად მახსოვს, საქართველოში დღეის მდგომარეობით, ყველაზე შეღავათიანი საგადასახადო პირობები აქვს“,- წერს „ფეისბუქზე“ მამუკა მდინარაძე.