„მიონის“ შენობაში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

0
253

„მიონის“ ქარხნის შენობაში ხანძარია. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა.

ცეცხლი მეექვსე სართულზე გაჩნდა.

ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. სხვა დეტალები ამ დროისთვის ჯერჯერობით უცნობია.