ბათუმში ნათლისღება ზღვაში შესვლით აღნიშნეს

0
253

სასულიერო პირებმა ბათუმში შავი ზღვა აკურთხეს, რის შემდეგაც მორწმუნეები წყალში შევიდნენ.

ზღვაში შთაფვლის რიტუალი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის ინიციატივით რამდენიმე წელია, ნათლისღების დღესასწაულზე სრულდება. მორწმუნეები ზღვაში სადღესასწაულო წირვის შემდეგ შედიან.

ზღვის სანაპიროზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური.