სურამში ქმარმა ცოლი ნაჯახით მოკლა

0
265

სურამში 30-წლამდე ქალი ქმარმა ნაჯახით მოკლა. გარდაცვლილს მრავლობითი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.  ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

შს სამინისტროს ცნობით, დამნაშავე იდენტიფიცირებულია და გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს., რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.