ხარაგაულში მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მასწავლებელი დააკავეს

0
201

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მასწავლებელი დააკავეს.

ადგილობრივების თქმით, ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი უფროსკლასელ გოგონასთან სექსუალური კავშირის დამყარებას ცდილობდა.

როგორც  შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 10-დან 13-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.