სასამართლომ ზურაბ ჯაფარიძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

0
184

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო. მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილის გადაწყვეტილებით, მას 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

ჯაფარიძის განცხადებით, სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს და სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

“გირჩის” ლიდერი 18 ნოემბერს აქციის დაშლისას დააკავეს, თუმცა მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს.