ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს მიმართავს

0
125

ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

„ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 25 იანვრის საღამოდან 31 იანვრის ჩათვლით ფრენის ახალი რეგულაციები იმოქმედებს. კერძოდ, აიკრძალება:

სხვა ქვეყნის თვითმფრინავების მიღება, სატვირთო და სამედიცინო ევაკუაციისთვის გათვალისწინებული თვითმფრინავის გარდა. ისრაელიდან გაფრენის ნებართვა გაიცემა შემდეგ შემთხვევებში: მკურნალობა, სასამართლო პროცესი-დასწრების აუცილებლობის არსებობის შემთხვევაში, ნათესავის დასაფლავება.

აკრძალვა ვრცელდება ისრაელის კერძო თვითმფრინავებზეც, მოხდება გამონაკლისი შემთხვევის გათვალისწინება. ტრანსპორტისა და ჯანდაცვის სამინისტროებს ისრაელიდან გაფრენის ნებართვის გაცემა შეუძლიათ ჰუმანიტარული და პირადი საჭიროების გათვალისწინებით. რეისს, რომელიც უნდა შესრულდეს რეგულაციის ამოქმედებამდე, შეზღუდვა არ შეეხება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ!“, – წერია განცხადებაში.