უკრაინული ლაინერის ჩამოგდების გამო, ირანს კომპენსაცია ხუთმა ქვეყანამ მოსთხოვა

0
228

კანადის, შვედეთის, დიდი ბრიტანეთის, ავღანეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ ჩამოგდებული ლაინერის მგზავრების ოჯახებისთვის კომპენსაცია მოსთხოვეს. ამის შესახებ CTV წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მინისტრები ერთმანეთს ლონდონში შეხვდნენ და ავიაკატასტროფასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მათ ირანს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდეს.

თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი 8 იანვარს ჩამოგდეს, რასაც 176 ადამიანი ემსხვერპლა.