ირაკლი შოთაძეს სურს, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე საზოგადოებას თავისი უდანაშაულობა დაანახოს, რასაც ღირსეულად ბრძოლის ველზე დაბრუნებად შევაფასებ – ზაზა სარალიძე

0
290

ზაზა სარალიძე გენპროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძის წარდგენის შესახებ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც ზაზა სარალიძე აღნიშნავს, ირაკლი შოთაძეს სურს, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე საზოგადოებას თავისი უდანაშაულობა დაანახოს, რასაც ღირსეულად ბრძოლის ველზე დაბრუნებად აფასებს.

„მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩემი ბრძოლის მთავარი მიზანი იყო დამნაშავეების სრული სიმკაცრით დასჯა. დათუჩას საქმეზე კონკრეტული ადამიანების თუ მთავრობის პასუხისმგებლობას ვაყენებდი სწორედ იმის გამო, რომ არ მქონდა სამართლიანობის განცდა, არ მქონდა შეგრძნება, რომ ყველაფერი სწორად მიდიოდა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრმა ჩემი ოჯახის ტრაგედიის გამოყენება პირადი ქულების ჩასაწერადაც კი სცადა!!!
ახლაც გრძელდება ჩემი ოჯახის მიმართ კონკრეტული პირებისგან უსაფუძვლო ბრალდებები!!!

ახლა საქმე მიდის სწორი მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ აღდგება სამართლიანობა და ყველა დამნაშავე აუცილებლად, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. არ მაქვს არანაირი პრეტენზია, არ მაქვს არანაირი საფუძველი, რომ არ ვენდო გამოძიებას ამ ეტაპზე. ამიტომ, ჩემთვის არანაირ მნიშვნელობას არ წარმოადგენს ბატონი ირაკლი შოთაძის გენპროკურორად დაბრუნება.

ვფიქრობ, რომ ამ საქციელით მას სურს, დაგვანახოს თავისი უდანაშაულობა დათუჩას მიმართ და ღირსეულად ბრძოლის ველზე დაბრუნებად შევაფასებ!!!

დაველოდები მისგან ღირსეულ ნაბიჯებს და აუცილებლად ბოლომდე მივყვები ამ საქმეს, რათა ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისაჯოს და არავინ დარჩეს დაუსჯელი!!!!! ყველას დავაფასებ, ვინც სიმართლეს დააფასებს!!!“, – წერს სარალიძე.