რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს – დიდიე რეინდერსი

0
272

საქართველოში ოკუპირებულ რეგიონში არსებული სიტუაცია შემაშფოთებელია და რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს, – ამის შესახებ ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდიე რეინდერსმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთზე ზეწოლას ყველა რთულ სიტუაციასთან დაკავშირებით, რომელიც რეგიონში არსებობს.

„ევროკავშირი თვალს ადევნებს, როგორც უკრაინაში, ისე საქართველოსა და მოლდოვაში არსებულ სიტუაციას. აუცილებელია, რუსეთზე ზეწოლა გაგრძელდეს. ამასთან, ჩვენ გვაქვს დისკუსია რუსეთთან ბევრ საკითხზე, მათ შორის სირიაზე. თუმცა, საქართველოში არსებული სიტუაცია შემაშფოთებელია და ჩვენ ამ საკითხზე რუსეთთან დიპლომატიურ დონეზე ბევრი კონტაქტის ორგანიზებაში ვართ ჩართული“, – განაცხადა რეინდერსმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა, ოკუპირებულ ცხინვალთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.