პოლიტიკოსებისადმი დადებითი დამოკიდებულების რეიტინგში დავით ბაქრაძე და კახა კალაძე ლიდერობენ

0
211

პოლიტიკოსებისადმი დადებითი დამოკიდებულების რეიტინგში „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე და დედაქალაქის მერი კახა კალაძე ლიდერობენ.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხევდით, „ევროპული საქართველოს“ ლიდერს, დავით ბაქრაძეს 34 პროცენტი დადებითად აფასებს, 22 კი, უარყოფითად.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 34 პროცენტი კახა კალაძის საქმიანობას დადებითად აფასებს, 22 პროცენტი უარყოფითად.

კვლევის თანახმად, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს, შალვა ნათელაშვილი დადებითად აფასებს 29 პროცენტი, ხოლო 25 პროცენტი უარყოფითად.

გამოკითხულთა 27 პროცენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას დადებითად აფასებს, 34 პროცენტი კი, უარყოფითად.

პარლამენტის ყოფილ ვიცე-სპიკერს, თამარ ჩუგოშვილს გამოკითხულთა 12 პროცენტი დადებითად აფასებს, ხოლოდ 20 პროცენტი უარყოფითად.

კვლევის მიხედვით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 26 პროცენტი დადებითად აფასებს, 39 პროცენტი უარყოფითად.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს 16 პროცენტი დადებითად აფასებს, 32 პროცენტი უარყოფითად.

კვლევის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, გრიგოლ ვაშაძეს 20 პროცენტი დადებითად აფასებს, 38 პროცენტი კი, უარყოფითად.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს გამოკითხულთა 17 პროცენტი დადებითად აფასებს, 49 პროცენტი უარყოფითად.

გამოკითხვის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს 13 პროცენტი დადებითად აფასებს, 49 პროცენტი უარყოფითად.

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას გამოკითხულთა 8 პროცენტი კარგად აფასებს, 31 პროცენტი საშუალოდ 34 პროცენტი კი ცუდად.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი -13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9 პროცენტია.