თბილისს სასწრაფო დახმარების 80 ახალი მანქანა მოემსახურება

0
608

თბილისს დღეიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების 80 ახალი ავტომობილი მოემსახურება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სასწრაფო მანქანების პრეზენტაციაზე თქვა, რომელიც თავისუფლების მოედანზე გაიმართა.

კალაძემ დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ თბილისის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ცენტრი მერიის დაქვემდებარებიდან ჯანდაცვის სამინისტროში გადადის.

თბილისის მერმა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს რეფორმების წარმატებით განხორციელება უსურვა.